როგორ ვუშველოთ უძილობას!? პრაქტიკული რჩევები

#დარჩი სახლში
Three Common Bedtime Habits Destroying Your Sleep - Elemental

  მედიკოსების განცხადებით, პანდემიის გამო, დღესდღეისობით არსებულმა სტრესულმა გარემომ შესაძლოა ადამიანებში გადამეტებული ემოციურობის გრძნობები გააღვიძოს.

შფოთვის გაძლიერების ფონზე თავს იჩენს უძილობის პრობლემა, რომელსაც სხვა ბევრი გართულებაც მოსდევს, თუმცა ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია შეთხვევა, როდესაც ძალიან დაღლილსაც კი არ ეძინება იცის, რომ ეს ყველაფერი ნერვულ სისტემაზე უარყოფითად მოქმედებს.
 აღსანიშნავია, რომ უძილობის გამო ადამიანებს უჩნდებათ დღე ძილისადმი მიდრეკილება, რაც იწვევს სიფრთხილის დაკარგვას და რეაქციის დროის გაზრდას.

გთავაზობთ რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას, რომელის გათვალისწინების შემთხვევაში უძილობის პრობლემა აღმოიფხვრება.

არ მიიღოთ საძილე პრეპარატები ექიმის დანიშნულების გარეშე. ამას ჯობს ცხვრები ითვალოთ
1. პირველ რიგში, უარი თქვით კოფეინის შემცველ ნებისმიერ საშუალებაზე(ყავა, ჩაი, კოკა-კოლა, ენერგეტიკული სასმელები და ა.შ)
2. დაძინებამდე გაანიავეთ საძინებელი და მაქსიმალურად შეამცირეთ ხმაური და შუქი.
3. დაკავდით ფიზიკური ვარჯიშით, თვითიზოლაციის პირობებშ ამის დრო ნამდვილად გაგვაჩნია.
4. მოერიდეთ თამბაქოსა და ალკოჰოლს ძილის წინ, ეს ყველეფერი იწვევს ზედაპირულ ძილს.
5. ნუ გამოიყენებთ საწოლს საჭმელად და ტელევიზორის საყურებლად. ამით თქვენ შეიქმნით ძილის რიტუალს.
6. მოერიდეთ ძილის წინ სმარტფონებისა და პლანშეტების გამოყენებას, როდესაც დაძინებას დააპირებთ, ეს ორი ზემო აღნიშნული გვერდზე გადადეთ.
7. ნუ მიიღებთ საკვებსა და წყალს დაძინებამდე 2-3 საათით ადრე.


Comments