როგორ უნდა შეივსოს განაცხადი კომპენსაციის მისაღებად

მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით ის ადამიანები, რომლებიც საგანებო მდგომარეობის გამო სამსახურის გარეშე დარჩნენ მომავალი 6 თვის განმავლობაში სახელმწიფოსგან 200 ლარიან დახმარებას მიიღებენ.
დახმარების მისაღებად კი დამსაქმებელმა უხელფასოდ დარჩენილი თანამშრომლების შესახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურში უნდა გადააგზავნონ.
დამსაქმებელი მონაცემების გადასაგზავნად შედის შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ გვერდზე(rs.ge).
რის შემდეგაც შედის თავის [გადამხდელის] გვერდზე,  გადადის „განცხადებებში“, აქედან შედის გრაფაში – „ახალი განცხადების რეგისტრაცია“ და ძებნის გრაფაში უთითებს „ინფორმაცია დაქირავებული პირების შესახებ, რომლებსაც აქვთ კომპენსაციის მიღების უფლება(COVID-19)“, ან მხოლოდ ერთ-ერთ რომელიმე სიტყვას: „კომპენსაციის“ ან „COVID“ და გაიხსნება ფანჯარა:
დასაქმებულთა მონაცემების შევსება შესაძლებელია 2 გზით [რომელიც უფრო ადვილია დამსაქმებლისთვის]:
პირველი: ან პირდაპირ ავსებთ აღნიშნულ ფანჯარაში მონაცემებს და აგზავნით, ან
მეორე: ჩამოტვირთავთ Excel-ის ფაილს [ზემოთა გრაფა – „დანართის ატვირთვა xls ფორმატში (Excel 2003)“]:
ავსებთ ამ Excel-ის ცხრილს და შემდეგ აგზავნით ისევ გადამხდელის გვერდიდან.

მიიღებთ თუ არა სახელმწიფოსგან ივნისის თვის დახმარებას თუ ამ თვეში ხელფასის ჩარიცხვა დაგიფიქსირდებათ?
ანტი კრიზისული გეგმის მიხედვით თუ პირს, მაგალითად, ივნისში დაუფიქსირდება ხელფასის ჩარიცხვა, ის სახელმწიფოსგან ამ თვის დახმარებას ვეღარ მიიღებს, რომელიც წესით ივლისში უნდა მიეღო.
წყარო: batumelebi.netgazeti.ge

Comments