ჭარბი ნალექის გამო, კახეთში სახნავ-სათესი მიწები და სათბურები დაიტბორა
კახეთში სახნავ-სათესი მიწები, სათბურები და სახლები დაიტბორა. გავრცელებული ინფორმაციით, ჭარბი ნალექის გამო, ყვარელსა და ლაგოდეხში რამდენიმე მდინარე ადიდდა.
ადგილობრივები ტელევიზიებთან საუბრისას აცხადებენ, რომ მათი მოსავლის დიდი ნაწილი განადგურდა, რადგან სათბურები და მიწები დატბორილია. მათივე თქმით, დაზიანებულია სახლის სარდაფები და პირველი სართულებიც. ისინი დახმარებას ითხოვენ.
ადგილზე მუშაობენ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
Comments
Post a Comment