კარანტინის ან იზოლაციის წესის დარღვევისთვის ჯარიმები მცირდება და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის. ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა დღეს, 22 აპრილს კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, კანონპროექტის მიხედვით, კარანტინის ან იზოლაციის წესების დარღვევისთვისფიზიკური პირები 3 ათასი ლარის ნაცვლად 2 ათასი ლარით დაჯარიმდებიან, ხოლო იურიდიული პირები — დაკისრებული ჯარიმა 15 ათასი ლარის ნაცვლად 10 ათასი ლარით.
ოხანაშვილის განცხადებით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება დამტკიცების შემთხვევაში, ძალაში 2020 წლის 2 მაისიდან შევა.
პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტის მიხედვით კარანტინის ან იზოლაციის წესების დარღვევის გამო ფიზიკური პირები 3 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირები 15 ათასი ლარით ჯარიმდებიან.
Comments
Post a Comment